თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მომავალი კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება

ნახვები: 298 მომავალი კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალი კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება.

ზელენსკის თქმით, მომდევნო კვირაში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტს სიტყვით მიმართავს, ამიტომ ვერავინ შეძლებს უკრაინის ინტერესების დამალვას პოლიტიკურ ოფისებში ან ბიუროკრატიულ ხარვეზებში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისთვის ევროპისა და სხვა კონტინენტების ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანა მშვიდობა და ნორმალური ცხოვრების სწრაფი აღდგენაა.

„მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი დგას უკრაინის მხარეს, სიკეთის მხარეს ბოროტებასთან ბრძოლაში. და თუ სადმე პოლიტიკოსებმა არ იციან, როგორ გაჰყვნენ ხალხს, ჩვენ მათ ვასწავლით. ეს არის დემოკრატიისა და ჩვენი ეროვნული ხასიათის საფუძველი. როგორც მაცნობეს, უკვე არის თურქეთში პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა და საჭიროება. არ არის ცუდი. ვნახოთ შედეგი. მოლაპარაკებებში ჩვენი პრიორიტეტები ცნობილია. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეჭვს არ ექვემდებარება. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების არსებული გარანტიები სავალდებულოა. ჩვენი მიზანიც აშკარაა - მშვიდობა და ნორმალური ცხოვრების სწრაფი აღდგენა ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა