ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რა იცოდა და რას გრძნობდა სააკაშვილი, რუსეთი უკრაინაში ომს რომ იწყებდა?-მდინარაძე

ნახვები: 331 რა იცოდა და რას გრძნობდა სააკაშვილი, რუსეთი უკრაინაში ომს რომ იწყებდა?-მდინარაძე

სააკაშვილს წამოსცდა ან აღიარა, რომ გრძნობდა თუ იცოდა, ეს მომენტი დგებოდა, რა იცოდა, რას გრძნობდა, რუსეთი უკრაინაში ომს რომ იწყებდა? ფაქტია, რაღაცას გამოასწრო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური და მასთან რაიმე თანხმობაზე საუბარი არ შეიძლება.

„მის სულელურ გამონათქვამებზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება, ეს წარმოუდგენელია. სასოწარკვეთილებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა", ომის პარტია, მეხუთე კოლონა და მისი ლიდერი რას ისაუბრებს, ამაზე სერიოზული მსჯელობა ცოტა უხერხულია. ერთადერთი, რაც შეიძლება, მხედველობაში მიიღო, სააკაშვილის წამოცდენა და აღიარებაა, რომ გრძნობდა თუ იცოდა, ეს მომენტი თუ დრო დგებოდა და დადგა. რა იცოდა? რას გრძნობდა - რუსეთი უკრაინაში ომს იწყებდა და ღია აგრესიას? ეს იცოდა? - ფაქტია, რომ რაღაცას გამოასწრო და როცა ამ ვერსიას ვავითარებდით, თქვენი ღიმილიანი სახეები მახსოვს. სააკაშვილთან თანამშრომლობას კი არ გამოვრიცხავთ, ამორალურია - მასთან, როგორც ყველაზე ბოროტ და ამ ქვეყნის მოღალატე პერსონასთან თანამშრომლობა. უფრო მეტიც, მისი პარტიის არც ერთ საგარეო ინიციატივას არც კი განვიხილავთ, მის შინაარსში შესვლას კი არ შეიძლება, იმდენად მოღალატეობრივი პოზიცია უჭირავთ საქმით. ვითომ, პროდასავლურ კურსს დეკლარირებენ და ყველა ჯერზე „ნაცმოძრაობა" მეხუთე კოლონა რუსულ საქმეს აკეთებს - ამ ქვეყნის სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს. ამ ღალატის „გაპრავებით" არიან დაკავებული და დღესაც აგრძელებენ არეულობას, ქაოსს, რაც მტრის ინტერესებში ჯდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზეც.

„ლევან ხაბეიშვილმა რა გაბედა და რისი თქმა იკადრა - „ქართული ოცნების" ამომრჩეველი რეგვენი არისო. ანუ ყოველ მეორე ამომრჩეველს რეგვენს უწოდებს. ასეთი ამორალურობა და თავხედობა ძნელად წარმოგვიდგენია, როცა ამ რეალობას ვართ მიჩვეული. როცა სასოწარკვეთილი ლიდერი, ომის პარტიის და მეხუთე კოლონის ბელადი სასამართლო დარბაზში კივის, უნდა ჩამოვაგდოთ მთავრობა და ქართველ ახალგაზრდობას მიშას თაობას ეძახის, თურმე, თქვენ მიშას თაობა ყოფილხართ და მათ მთავრობის ჩამოგდებისკენ მოუწოდებს. შეუძლებელია, მათ საქართველოს საუარესოდ სიტუაცია შეცვალონ. მათ ამის უფლებას არავინ მისცემს, რადგან საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პრაგმატულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს. დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, აქ კი არ ვიდგებოდით და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიქნებიდით, არამედ ჩვენ მოგვიწევდა ომში ჩართვა, რომელიც ქვეყანას კატასტროფას და გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა