თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მსოფლიო ბანკთან ორი ახალი შეთანხმება გაფორმდა

ნახვები: 378 მსოფლიო ბანკთან ორი ახალი შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტისთვის 97.7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსებისისა და „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის" 358,500,000 ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელშეკრულებებს ხელი მოაწერს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმება კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტისთვის 97.7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე ითვალისწინებს კახეთის რეგიონში საგზაო სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის გასწვრივ. პროექტის ფარგლებში აშენდება 17 კმ სიგრძის ოთხი საავტომობილო ზოლის მქონე გზის მონაკვეთი საგარეჯოდან ბადიაურამდე (ლოტი 3) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დერეფნის ფარგლებში, მათ შორის გზების საავტომობილო კვანძი, ხიდების (ავტომაგისტრალის და მიწისზედა ხიდების), მიწისქვეშა გადასასვლელების და გზის კიდის მშენებლობის ჩათვლით.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, პროექტი დააჩქარებს კახეთის რეგიონის განვითარებას, ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის პოტენციალის გაზრდას. მისი განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობა დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე.

რაც შეეხება შეთანხმებას „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის" 358,500,000 ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფას, აღნიშნული პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი პირველად იყენებს დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის" ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია და მონიტორინგი, მთლიანად დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებსა და სისტემებს. პროგრამა მოიცავს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში.

„განათლების სისტემის კუთხით, პროგრამის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებასთან ხელმისაწვდომობის ამაღლება. პროექტის განხორციელების კოორდინირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები განახორციელებენ", - აცხადებენ სამინისტროში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა