ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში თავისი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 457 უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში თავისი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო-ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოდან უკრაინის ელჩი გაწვეულია, ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი თავისი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო, აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, იმ ვითარების მიუხედავად, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელჩის გარშემოა შექმნილი, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომად ისევ გააგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდა.

„ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის დამოკიდებულებაში არაფერი იცვლება. საქართველომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარი ძალიან მკაფიოდ, მყარად და ინიციატივიანად დაუჭირა და რუსული აგრესია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დაგმო. საქართველო მიერთებულია სანქციების ყველაზე მნიშვნელოვან - ფინანსური სანქციების ნაწილზე. საქართველო ისეთ სანქციებს ვერ დააწესებს, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოემსახურებოდა და ეს რუსეთის ფედერაციაზე არანაირად არ აისახებოდა. საქართველო იარაღს ვერავის მიაწოდებს, რადგან ასეთი იარაღი მას თავად არ გააჩნია და მეორე მხრივ, იარაღის მიწოდება სულ სხვა მდგომარეობაა. ვხედავთ, ნატო და აშშ როგორ შერჩევითად ახორციელებენ ამას. უკრაინის ხელისუფლების მკაცრი უკმაყოფილება არის გამოხატული ამერიკისა და ნატო-ს მიმართ, რომ ცა არ იკეტება და უფრო მნიშვნელოვანი შეიარაღება არ ეძლევა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა