ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ნახვები: 338 აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც სააგენტო „როიტერი" წერს, ახალი შეზღუდვების სამიზნე ტექნოლოგიის სექტორის ოპერატორები არიან, რათა მოსკოვმა ვერ შეძლოს მოქმედი სანქციების გვერდის ავლა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა 21 კომპანიასა და 13 ფიზიკურ პირს. „შავ სიაში" მოხვედრილ კომპანიებს შორის არის „მიკრონი" - რუსეთში მიკროელექტრონიკისა და ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი.

როგორც სააგენტო „როიტერი" წერს, სახაზინო დეპარტამენტმა ასევე შეზღუდვები გაავრცელა რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებზე. ეს ნაბიჯი აშშ-ის აძლევს საშუალებას, დაუწესოს სანქციები ნებისმიერ პირს ან კომპანიას, რომელიც გადაწყვეტს ამ სექტორებში საქმიანობას.

„ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ყველა კუთხიდან, ვიდრე ეს არჩეული უაზრო ომი არ დასრულდება", - ნათქვამია სახაზინო მდივან ჯანეტ უელენის განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა