Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

თბილისში , უკრაინელი ლტოლვილის მანქანა გაქურდეს

ნახვები: 342 თბილისში , უკრაინელი ლტოლვილის მანქანა გაქურდეს

უკრაინიდან ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილი ყვება, რომ თბილისში მისი მაქანა გაქურდეს. მისი ისტორია თავდაპირველად გამოცემა On.ge-მ გაავრცელა. ქალმა თავისი ისტორია სოციალური ქსელებითაც გაავრცელა.

ელიზავეტა ამბობს, რომ მანქანიდან წაიღეს ყველა ნივთი, მათ შორის სამუშაო აპარატურა, რომლის გადარჩენაც უკრაინაში მოახერხა.

"დღეს თბილისში, სახლთან მანქანა გაქურდეს. ყველაფერი წაიღეს. დაწყებული ნივთებითა და ფეხსაცმლით, დამთავრებული ლაზერით, რომელიც 6 500$ ღირს, სამუშაო მანქანა და ტექნიკა... რომელიც გადავარჩინე სროლების ქვეშ ქალაქ რუბეჟნოიში, ლუგანსკის ოლქში. მთელი მანქანა გადატრიალებულია. ჩამოსვლისას უსაფრთხოებას ვეძებდი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიღაც არაადამიანები, მანქანაში ბავშვის ნივთების მიმოფანტვით მოიპარავდნენ ლტოლვილებისგან. ადამიანებისგან, რომლებიც გამოიქცნენ ჯოჯოხეთიდან", - ამბობს ელიზავეტა.

როგორც ის ყვება, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, თუმცა თავდაპირველად არაფერი მოიმოქმედეს, რის მიზეზადაც თარჯიმნის არყოლა დაასახელეს. საბოლოოდ პოლიცია მასთან ღამის 12 საათზე მივიდა.

"არ ვიცი, დამეხმარებიან თუ არა, სამართლიანობაზე ყველანაირი იმედი დავკარგე და არც მჯერა, რომ პოლიცია დამეხმარება და ის, ვინც ეს ჩაიდინა, დაისჯება", - ამბობს ელიზავეტა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა