თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 413 ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები-მამუკა მდინარაძე

ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ სავარაუდოდ ტელეეკრანებზე ვიხილავთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 2 აპრილს დაგეგმილ საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ ხვალ ქალაქ რუსთავში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფლებში იმართება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჩვენი კანდიდატი, ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი ირაკლი შატაკიშვილი. რუსთაველ და გარდაბნელ ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ, ჩვენს კანდიდატს კი გამარჯვებას ვუსურვებთ.
ასევე, ხვალ ბათუმში იმართება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს მხოლოდ ორი კანდიდატი - ჩვენი კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
ამ არჩევნებს აქვს სერიოზული დატვირთვა ბათუმისთვის. სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდეს თუნდაც მინიმალური შანსი, დაბრკოლებები შეუქმნას ბათუმის განვითარებას და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა ბათუმში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებითაც.

„ამ არჩევნებში ჩვენ წარვადგინეთ ღირსეული ბათუმელი კაცი, რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა აჭარას და რეგიონის მოსახლეობას.

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენს კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა „ომის პარტიის" ანუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან შედარებით. კერძოდ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ჩვენი კანდიდატი საარჩევნო ოლქში, სადაც დაახლოებით 10 ათასი ამომრჩეველი იღებს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას, რამაზ ჯინჭარაძე სულ მცირე ათასი ხმით იგებს არჩევნებს.

ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო, მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან. ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც, ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას", ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა.

„ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი", - განაცხდა მამუკა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა