რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ნახვები: 467 პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

"უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები არიან: თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, ევროპული საქართველო და ტაბულა.

აქციის საინფორმაციო განცხადებაში წერია:

"თვეზე მეტია უკრაინელი ხალხი თავისუფლებას ბოროტებისგან თავდაუზოგავად, უდიდესი სისხლის ფასად იცავს!

სამყარო შავ-თეთრად გაიყო, თავისუფლების მხარდაჭერა დღეს უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს და ყველა თავმოყვარე ერის ღირსების საკითხია!

საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ ღირსებას გვილახავს,
მტრის ვერ მცნობ და მოყვრის მგმობ საზოგადოებად წარმოგვაჩენს, რომელმაც წარსულიდან ჭკუა ვერ ისწავლა, მზადაა უსაფრთხოების ილუზიისთვის თავისუფლება დათმოს და შედეგად, თავისუფლებაც დაკარგოს და უსაფრთხოებაც!

100 წლის წინ, ჩვენმა დემოკრატიამ სამი წელი გაძლო, სანამ რუსული მონსტრი დაიპყრობდა და ტვინს, გულსა და სულს ამოაცლიდა!

ახლა 30 წელია ვძლებთ! მაგრამ, თუ ასე გავაგრძელეთ - დიდია საფრთხე თავისუფალ სამყაროსთან დამარცხებული პუტინის გავლენის ჭაობში ჩავრჩეთ და თავისუფალ სამყაროში თავის დამკვიდრების ისტორიული შესაძლებლობა დავკარგოთ.

ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება მოვიკრიბოთ ძალა, გავიხსენოთ რა დევს სასწორზე და ჩვენი ისტორიული მიზნის დასაცავად გავერთიანდეთ.

ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება 3 აპრილს გამართავს აქციას უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად.

აქციაზე მოისმენთ სიტყვებს, მაგრამ არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი. აქცია მიეძღვნება ეროვნულ მიზანს.

მიზანს, რომელიც ყველა ჩვენგანზე ბევრად დიდია და გაერთიანების ძალას გვაძლევს, როდესაც შეუთანხმებლად, განურჩევლად პარტიული გემოვნებისა, ქუჩაში გავდივართ.

3 აპრილს, 20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერად, ძალის მოსაკრებად და საერთო მიზნის გასაცხადებლად! თავისუფალ უკრაინას და საქართველოს გაუმარჯოს!"

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა