ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ქალაქი 70 პროცენტით განადგურდა, შედეგები ძალიან მძიმეა-ჩერნიგოვის მერი

ნახვები: 502 ქალაქი 70 პროცენტით განადგურდა, შედეგები ძალიან მძიმეა-ჩერნიგოვის მერი

ჩერნიგოვის მერის განცხადებით, ქალაქის 70 პროცენტი განადგურებულია. აღნიშნულის შესახებ ვლადისლავ ატროშენკომ უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა.

„ქალაქი 70 პროცენტით განადგურდა, ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, რამდენი ჭურვი ჩამოვარდა. ჟურნალისტებს გამუდმებით აინტერესებთ, რამდენი ჭურვი იყო და რა შედეგები მოჰყვა. შედეგები ძალიან მძიმეა: ისეთივე, როგორც ბუჩასა და ხარკოვში და შესაძლოა, ისეთივე, როგორც მარიუპოლში. ჩერნიგოვის მცხოვრებლებისთვის გადაუდებელი საკითხი - ხვალინდელი დღეა", - აღნიშნა მერმა.

ამასთან, ჩერნიგოვის მერმა დასძინა: „ჩვენ გვაქვს რუსული ჯარების კონცენტრაცია ბელარუსის საზღვარზე, გვაინტერესებს, როგორ იმუშავებს საჰაერო თავდაცვა, გაგრძელდება თუ არა ჭურვების ვარდნა".

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა