ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯონსონი - რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა

ნახვები: 358 ჯონსონი - რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა

რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ბუჩასა და ირპინში მშვიდობიან მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ სამართლის აღსასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.

„რუსეთის საზიზღარი თავდასხმები ირპინსა და ბუჩაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინი და მისი არმია უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან. კრემლის ვერც ერთი უარყოფა ან დეზინფორმაცია ვერ მალავს იმას, რაც ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა – პუტინი სასოწარკვეთილია, მისი შეჭრა მარცხდება და უკრაინის სიმტკიცე არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოფიტვისთვის. გაერთიანებული სამეფო უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების მხარდაჭერის სათავეშია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა