ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ილია დარჩიაშვილი - თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას

ნახვები: 333 ილია დარჩიაშვილი - თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა დავით ზალკალიანს, რომელიც აშშ-ში ელჩად გააგრძელებს საქმიანობას, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მინდა, დავით ზალკალიანს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა და საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა