Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ომის ყოველი დღე გლოვის დღეა-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 380 ომის ყოველი დღე გლოვის დღეა-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ბუჩასა და სხვა ქალაქებში მომხდარი შემთხვევების ამსახველი ფოტოების ხილვის შემდეგ, ემოციის აღწერა რთულია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილზე ჩავიდნენ, შესაბამისი მასალები შეაგროვონ და ამ ყველაფერს პასუხი სამართლებრივად გასცენ.

„რთულია, მოიძებნოს სიტყვა, რომელიც აღწერს ემოციას, რაც ყველა ადამიანს ეუფლება იმ სურათების ხილვის შემდეგ, რასაც ჩვენ ბოლო ორი დღეა, ვხედავთ ბუჩადან და სხვა ქალაქებიდან. სწორედ ამიტომ საქართველო გახლავთ ავტორი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართვის, რომ ომის დანაშაულები უნდა გამოძიებულიყო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილზე ჩავიდნენ, საკითხები აღწერონ, შესაბამისი მასალები შეაგროვონ და ამ ყველაფერს პასუხი სამართლებრივად გასცენ. სწორედ ამიტომ მივმართეთ ჩვენ საერთაშირისო სისხლის სამართლის სასამართლოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს.

პაპუაშვილის თქმით, ომის ყოველი დღე გლოვის დღეა და საზოგადოება ყოველდღე იმ ტრაგედიების მომსწრეა, რაც უკრაინაში ხდება.

„ვერ გეტყვით, ომის ყოველი დღე, რა თქმა უნდა, გლოვის დღეა. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კიდევ ერთხელ არის მცდელობა, საკითხებით მანიპულაცია დაიწყონ. ყოველი დღე არის გლოვის დღე და ყოველი დღე იმ ტრაგედიების მომსწრენი ვართ, რასაც ჩვენ ვხედავთ. საქმე იმაშია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც გახლავთ ასეთი ინიციატივების ავტორი ხოლმე, არც უკრაინა, არც საქართველო აინტერესებს და სინამდვილეში, არც რეალური თანაგრძნობა აქვთ. სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება. ამითაც სურვილია გამოჩნდეს, თითქოს საქართველოს მხრიდან ემპათია და თანადგომა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ესეც კიდევ ერთხელ ხაზია, რათა საკუთარ ხელისუფლებას ებრძოლოს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფი, რაც სამწუხაროა. საქართველო ამ კუთხით გახლავთ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა ჯგუფი ებრძვიან საკუთარ ხელისუფლებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ასეთი უსაფრთხოების რისკებია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა