ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზალკალიანი უარს ამბობდა ანტიეროვნული რიტორიკის გამეორებაზე-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 441 ზალკალიანი უარს ამბობდა ანტიეროვნული რიტორიკის გამეორებაზე-გიორგი ვაშაძე

ზალკალიანი უარს ამბობდა იმ ანტიეროვნული რიტორიკის ერთი ერთში გამეორებაზე, რასაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების" ლიდერებისგან და დაჩქარებული წესით მოხდა მისი ჩანაცვლება იმ ადამიანით, რომელიც დააკოპირებს ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საბოლოო ჯამში, თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ, უარი თქვან საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე.

„ჩემი აზრით, ზალკალიანი უარს ამბობდა იმ ანტიეროვნული რიტორიკის ერთი ერთში გამეორებაზე, რასაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების" ლიდერებისგან და დაუყოვნებლივ, დაჩქარებული წესით მოხდა მისი ჩანაცვლება ადამიანით, რომელიც დააკოპირებს ამიერიდან იმ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას და განცხადებებს, რომელიც აქვს როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს და აბსოლუტურად ყველას. მათი რიტორიკა დგას სამ მცდარ პოსტულატზე, რაშიც უნდათ, რომ ხალხი დაარწმუნონ. პირველი, თითქოს უკრაინამ დაიწყო და თავიდან ვერ აირიდა საომარი მოქმედებები. მეორე, რუსეთი უძლეველია და მე მათ ვეუბნები, რომ რუსეთი დამარცხდება. მესამე, დასავლეთი არაფერს აკეთებს. ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საბოლოო ჯამში, თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ, მათ უარი თქვან საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა