ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბუჩის ხოცვა-ჟლეტის გამო 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს-ლელოს მოთხოვნა

ნახვები: 332 ბუჩის ხოცვა-ჟლეტის გამო 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს-ლელოს მოთხოვნა

ლელო ითხოვს, ბუჩის ხოცვა-ჟლეტის გამო 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს.

პარტიას მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში ცალსახად ომის დანაშაულია. შესაბამისად, რუსეთის ქმედება გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის სტანდარტების თანახმად.

ლელო აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების საქმის საერთაშორისო გამოძიების პროცესი.

შესაბამისად, ლელო საქართველოსთვის მოითხოვს:

"5 აპრილი გამოცხადდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვის დღედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით.
ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებებისათვის, მათ შორის გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ჰააგის სასამართლოს მიერ.
გაეწიოს აქტიური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას და მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება
მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს სათანადო პასუხი უნდა გასცეს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც ჩვენმა ქვეყანამ თავისი ღირსეული წვლილი უნდა შეიტანოს". - აცხადებს პარტია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა