სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ოლიმპიადაზე უცხოელ მაყურებელს არ დაუშვებენ

ნახვები: 667 ოლიმპიადაზე უცხოელ მაყურებელს არ დაუშვებენ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ), ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა, ასევე ტოკიოსა და იაპონიის მთავრობებმა გამართეს ონლაინშეკრება, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე უცხოელი გულშემატკივრები არ დაუშვან. ხოლო მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, თანხა უკან დაუბრუნდებათ.

ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ამ მომენტისთვის, COVID-19-თან დაკავშირებით იაპონიაში სიტუაცია მეტად რთულია, გაჩნდა სხვადასხვა შტამი და საერთაშორისო დონეზე მოგზაურობა მკაცრად შეზღუდულია.

არადა, იაპონია გულშემატკივრების გარეშე 1.37 მილიარდ დოლარს დაკარგავს.

ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

ცნობილი ხდება სპორტსმენთა ქცევის წესები და შეზღუდვები:

იაპონიაში შესვლამდე 72 საათით ადრე აღებული უარყოფითი PCR-ტესტი, ჯერჯერობით ერთადერთი აუცილებელი პირობაა სპორტსმენებისთვის. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბოლო დოკუმენტებში არის მკაცრი რეკომენდაცია თამაშებამდე ვაქცინაციის შესახებ;

ოლიმპიური სოფლიდან გასვლა აკრძალულია. გამონაკლი დაშვება მოხდება მხოლოდ სპეციალური ნებართვით;

სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს აკრძალული აქვთ სპორტის სხვა სახეობების შეჯიბრებებზე დასწრება;

სპორტსმენს არ შეუძლია ოლიმპიურ სოფელში შესვლა თავისი სტარტიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა, ხოლო სოფელი უნდა დატოვოს შეჯიბრების დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა