ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნუთუ საჭირო იყო ამის ლოდინი ეჭვებისა და გაუბედაობის უკუგდებისთვის? - ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 456 ნუთუ საჭირო იყო ამის ლოდინი ეჭვებისა და გაუბედაობის უკუგდებისთვის? - ვოლოდიმირ ზელენსკი

ნუთუ საჭირო იყო, რომ ასობით ჩვენი ადამიანი დაღუპულიყო ტანჯვაში, რათა ევროპის ზოგიერთ ლიდერს საბოლოოდ გაეგო, რომ რუსეთის სახელმწიფო იმსახურებს მაქსიმალურად მკაცრს ზეწოლას? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებზე სასანქციო პასუხი, როგორც იქნა, მძლავრი იქნება.

„ნუთუ საჭირო იყო ამის ლოდინი ეჭვებისა და გაუბედაობის უკუგდებისთვის? ნუთუ საჭირო იყო, რომ ასობით ჩვენი ადამიანი დაღუპულიყო ტანჯვაში, რათა ევროპის ზოგიერთ ლიდერს საბოლოოდ გაეგო, რომ რუსეთის სახელმწიფო იმსახურებს მაქსიმალურად მკაცრს ზეწოლას? ეს გულს უგლეჯს თითოეულ უკრაინელს. ეს მე მიგლეჯს გულს, რადგან მხოლოდ ახლა გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან განცხადებები, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, როდესაც ყველაფერი აბსოლუტურად გასაგები იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი, რათა რაც შეიძლება სწრაფად განდევნოს თავისი მიწიდან ოკუპანტები და გაათავისუფლოს ქალაქები.

„მე თქვენ არ გადანაშაულებთ, მხოლოდ რუს სამხედროებს ვადანაშაულებ. თუმცა, თქვენ შეგეძლოთ დახმარება. მე ამის თქმას გავაგრძელებ ყველასთან, ვისზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა