Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

ნახვები: 383 იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

„ჩემი მითითებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ეტორე სეკიმ, დღეს სამინისტროში დაიბარა იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რეზოვი, რათა ეცნობებინა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება საელჩოში მომუშავე 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რადგან ისინი „პერსონა-ნონ-გრატად" არიან გამოცხადებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლუიჯი დი მაიოს თქმით, გადაწყვეტილება იტალიის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ევროპელ და ატლანტიკურ პარტნიორებთან შეთანხმებით, გამოწვეული იყო იმ აუცილებელი მიზეზებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელი თავდასხმით გამოწვეული მიმდინარე კრიზისის კონტექსტში", - განაცხადა დი მაიომ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა