სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

რუსეთი შეეცდება, აიღოს დონბასი და შექმნას სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან-იენს სტოლტენბერგი

ნახვები: 361 რუსეთი შეეცდება, აიღოს დონბასი და შექმნას სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან-იენს სტოლტენბერგი

ყველამ ვიხილეთ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები ბუჩასა და სხვა ადგილებში, რომელსაც რუსული შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ ბოლო დღეებამდე. ეს აუტანელი სისასტიკეა, რომლის მომსწრეც ევროპა მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ გამხდარა, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება და მკვლელობა სამხედრო დანაშაულია.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს და სისასტიკეზე პასუხისმგებელი ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

„ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ გამოძიებებს, მათ შორის გაერო-სა და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს საშუალებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ, იბრუნებენ ტერიტორიებს რუსი დამპყრობლებისგან და აიძულებენ რუსეთს, შეცვალოს მისი საომარი გეგმები, თუმცა მოსკოვი არ თმობს მის ამბიციებს უკრაინაში. ახლა ვხედავთ ძალების მნიშვნელოვან გადაადგილებას კიევიდან მოშორებით, რათა განახორციელონ გადაჯგუფება, გადაიარაღება, ხელახლა აღჭურვა და ფოკუსი აღმოსავლეთზე გადაიტანონ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მომდევნო კვირებში მოსალოდნელია რუსეთის შემდგომი იერიში უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით.

„მომდევნო კვირებში ჩვენ ველით, რუსეთის შემდგომ იერიშს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით. შეეცდებიან, მთლიანად აიღონ დონბასი და შექმნან სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან. ეს არის ომის გადამწყვეტი ფაზა და რამდენადაც უკრაინა ამ ახალი იერიშის წინაშეა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ რას გავაკეთებთ კიდევ და მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, უზრუნველყონ მეტი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა აღჭურვილობა. მოკავშირეებმა ასევე გაზარდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. ნატო ასევე მიისწრაფის უკრაინის კიბერუსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფისკენ და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ დასაცავად", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა