თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, ვინც პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს-გიორგი ამილახვარი

ნახვები: 367 მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, ვინც პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს-გიორგი ამილახვარი

მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, ვინც პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, ეს ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნაა უკრაინის ხელისუფლებისადმი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი პროდუქტთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გუშინდელ განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კულება ამბობს: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი".

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, როდესაც უცხო ქვეყნის სახელმწიფოს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებ, ამას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ფაქტები და მტკიცებულებები.

„ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა თხოვნით მიმართეს უკრაინის შესაბამის უწყებებს, რომ წარმოადგინონ ან გაასაჯაროონ რაიმე მსგავსი, თუ არსებობს. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის შიგნით აწარმოებს მისი ხელისუფლების, „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს ფარგლები არ ეყოთ, გასცდნენ საზღვრებს და ჩვენ ვვარაუდობთ, უკვე მათ წარმომადგენლებს უკრაინის ხელისუფლება შეჰყავთ შეცდომაში და უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების ენით და სახელით გველაპარაკებიან, გვიყენებენ ამ ბრალდებას", - განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, ომის პარტია ყველაფერს ცდილობს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან როგორმე დააზიანოს მისი ქვეყანა, ხელისუფლება და ბრალი დასდონ თითქოს რაიმე გარიგებაა რუსეთთან.

„მსგავსი არაფერი არ განხორციელებულა. პირიქით ყველა ტვირთი, ყველა პირი და ყველა კომპანია, ვინც სანქციების ქვეშაა, ექვემდებარება უმკაცრეს კონტროლს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე საბაჟო სამსახურის და შესაბამის უწყებებს. მსგავსი არაფერი არ მომხდარა და არც მოხდება. მიგვაჩნია, რომ პირები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან და დღეს უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობები აქვთ, ეს ჰიბრიდული ომის ცეცხლი უკვე უკრაინიდან მათ მიერ არის გახსნილი.

მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, ვინც ასეთი პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას. ეს ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნაა უკრაინის ხელისუფლებისადმი და შესაბამისი უწყებებისადმი. ჩვენ რა მტკიცებულება უნდა წარმოვადგინოთ, რომ არაფერი არ მომხდარა? ამას ისედაც ვამბობთ და ვადასტურებთ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ კომუნიკაცია არც ერთ შტოსთან არ შეგვიწყვეტია, არც საზოგადოების წარმომადგენლებთან და არც საელჩოსთან, ვიდრე მოხდებოდა ის უსაფუძვლო ფაქტი, რაც უკრაინის ელჩის გაწვევას მოჰყვა", - განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დღესაც თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ საკითხებზე.

„უკრაინის ხელისუფლებას ახლა მართებს, რომ გააქარწყლოს ის ეჭვები, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, წარმოადგინონ ფაქტები ან უბრალოდ ბოდიში მოიხადონ ცრუ ინფორმაციაზე", - განაცხადა ამილახვარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა