თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 372 მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს-ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე იქონია ზეგავლენა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარეობს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ფასების ზრდის ტენდენცია და ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდა.

როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, უწყება მუშაობს, რათა ასეთ ვითარებაში პრობლემები გარკვეულწილად დააბალანსოს. ამ კუთხით მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უკრაინა-რუსეთის ომმა მართლაც ახალი გამოწვევები შექმნა. პანდემია არც იყო დასრულებული, როცა ომმა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოს ეკონომიკებზე მოახდინა გავლენა. ფასების ზრდის ტენდენცია ზოგადად, მთელ მსოფლიოშია. რეკორდული ინფლაცია ფიქსირდება ყველგან, დედამიწაზე. შესაბამისად, ეს პრობლემა ყველა მთავრობას უდგას.

ეს გამოწვევა განპირობებულია ძირითადად მიწოდების დარღვევით. ასევე საწვავის რეკორდულად მაღალი ფასებით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეც აისახა. საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთიც და უკრაინაც. საქართველოს სავალუტო შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ მათზე მოდის. ჩვენ ამ სიტუაციაში ვმუშაობთ, რომ გარკვეულად დავაბალანსოთ ის პრობლემები, რომელიც ამ შემთხვევაში, იქმნება. მათ შორის ამისთვის ერთ-ერთი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის პროგრამა. ეს არის დამატებით 289 მილიონი დოლარის მყარი ვალუტა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

როდესაც ეკონომიკა არის ჯანსაღი და ჯერჯერობით მაკროეკონომიკური სტაბილურობა სახეზეა, უსაფუძვლოა პანიკა, რომელიც იყო. ეს უკავშირდებოდა სავალუტო კურსს, რომელიც დასტაბილურდა. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ომია რეგიონში, ვიყოთ მაქსიმალურად კონსოლიდირებული. ინფლაციურ წნეხზე ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის კუთხით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოში საწვავის ფასები დაიწევს.

„საწვავის ფასებს რაც შეეხება. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ საწვავის ფასები დაიწევს. გეტყვით, რომ ფასები დაიწევს. ამის საფუძველია, რომ გაფორმებულია ახალი კონტრაქტები, რომელიც ახალ ფასებშია, ჯერ არ შემოსულა ქვეყანაში, მაგრამ შემოვა. ამას მკაფიოდ ვაკვირდებით და გვაქვს კერძო სექტორთან დიალოგი, რომ ამ სიტუაციით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. თუ შევხედავთ ფასებს, ფიუჩერსული გარიგებები ფასებზე არის დაწეული. წლის მეორე ნახევარში ფასები კიდევ უფრო იწევს. პიკური მდგომარეობა გადავლილია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა