რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს, რასაც „ლელო“ გვთავაზობს-სერგეენკო

ნახვები: 404 საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს, რასაც „ლელო“ გვთავაზობს-სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს" მიერ მომზადებული რეზოლუციის განხილვას თავისი წესი და რიგი აქვს.

მისივე თქმით, ამ რეზოლუციის პროეტში წერია ის, რაც საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს. სერგეენკოს განცხადებით, საქართველო ჯერ კიდევ მარტში იყო ინიციატორი, რომ ჰააგის სასამართლოს რუსეთის სამხედრო დანაშაულები შეესწავლა.

„მართლაც წარმოუდგენელი დანაშაულია, რაც ახლა უკრაინაში ხდება. დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ეს გამოკვეთილად სამხედრო დანაშაულია, თუმცა თავისი პროცედურა და ჰააგის სასამართლო აქვს. საქართველომ, როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ასევე პარლამენტმა ჯერ კიდევ მარტში გააკეთა ინიცირება. ერთ-ერთი ინიციატორი იყო ჰააგის სასამართლოში, რომ მომხდარიყო სწორედ ამ სამხედრო დანაშაულების შესწავლა და შესაბამისი ვერდიქტის მიღება. „ლელოს" ინიციატივა ამას იმეორებს, ეს უკვე გაკეთებული გვაქვს. საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს, რასაც ახლა „ლელო" გვთავაზობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ტაბუდადებული თემაა. ასე ბრიფინგიდან შემოთვლით რთულია ხოლმე, აბა, ახლა თქვენ რას იზამთ. თავისი წესი, რიგი აქვს ამ რეზოლუციის განხილვას და ეს გზა გავიაროთ. შინაარსობრივად, რაც რეზოლუციის პროექტში წერია, საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს. ცალსახად არასწორია ასე ნათქვამზე, მოძახილზე, შემოთვლაზე და მოწოდებაზე რაღაც მსჯელობა და სტრუქტურების აწყობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ლელომ" მოამზადა რეზოლუციის პროექტი უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე. რეზოლუციის პროექტის შესახებ „ლელოს" დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროექტს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა