გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ექსტრაორდინარული თუ არაფერი მოხდა, პანდემია დასრულებულად გამოცხადდება-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 347 ექსტრაორდინარული თუ არაფერი მოხდა, პანდემია დასრულებულად გამოცხადდება-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მწვავე ფაზა დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც კორონავირუსით სიკვდილის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც დიდი საერთაშორისო ინსტიტუციები აკეთებენ, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემია არ გამოცხადებულა დასრულებულად, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, სრულდება. დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად", - განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა