ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მტანჯველი, რომელიც თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლებს ხოცავს-მეუფე დიმიტრი

ნახვები: 371 მტანჯველი, რომელიც თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლებს ხოცავს-მეუფე დიმიტრი

"რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, რომელიც თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვით არის დაკავებული. მე არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის როსგვარდიას, მის გენერალს, გადასცემს მას ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს. ვითომ აქ არაფერია ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ განახორციელეს მაგრამ ხატი ამისთვისაა... ესეც ერთგვარი მინიშნება იყო.

ესეც არ არის ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, საეკლესიო პირისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან იმას, რომ რუსებიო ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ უკრაინაშიო. ერთხელ გავწყვიტეთ ფაშიზმი წელშიო და ახლაც მოვახერხებთო.

საოცარია და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვინც იხოცება, მისი იურისდიქციის ქვეშ არის ან შეიძლება იყო, რადგან როგორც გითხარით ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან. მე მივმართავ მას [რუსეთის პატრიარქს]: რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა? უსუსური ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა. ეს საშინელებაა",-ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ხარების დღესასწაულზე ქადაგების დროს განაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა