ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა

ნახვები: 368 ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის 43-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„კიეველებთან ერთად უკრაინის დედაქალაქში ბრუნდებიან დიპლომატიური წარმომადგენლები, სხვა ქვეყნების დიპლომატები. გუშინ დაბრუნდა თურქეთის საელჩო. დღეს დაბრუნდა ლიეტუვის ელჩი. მანამდე, განაახლა მუშაობა სლოვენიის საელჩომ. გულწრფელად ვართ მადლიერები უკრაინის მეგობრების, რომლებიც ჩვენ ისე გვიჭერენ მხარს, როგორც ეს ახლაა საჭირო, დიპლომატიური ჟესტებით. ეს არის გამბედაობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა სხვა ქვეყნების დიპლომატებს, ასევე დაბრუნდნენ კიევში.

„მე ველოდები თქვენთან შეხვედრას. ყველასთან, ვინც გამბედავია. დაბრუნდით. ეს აღნიშნავს, რომ კიევი რუსეთის გუბერნიის ქალაქი არ არის და ის უკრაინის დედაქალაქია“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა