ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მკაცრად ვგმობთ-საგარეო უწყება კრამატორსკის რკინიგზის სადგურის თავდასხმაზე

ნახვები: 372 მკაცრად ვგმობთ-საგარეო უწყება კრამატორსკის რკინიგზის სადგურის თავდასხმაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალების მიერ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის გვერდით დგანან.

„აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა