Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ჩვეულებრივ რუსს მხოლოდ უნდა რცხვენოდეს საკუთარი ქვეყნის ქმედებების გამო-ზელენსკა

ნახვები: 388 ჩვეულებრივ რუსს მხოლოდ უნდა რცხვენოდეს საკუთარი ქვეყნის ქმედებების გამო-ზელენსკა

"მთავარია არ მივეჩვიოთ ომს - არ ვაქციოთ ის სტატისტიკად. გააგრძელეთ აქციებზე წასვლა, განაგრძეთ თქვენი ხელისუფლებებისთვის ქმედებისკენ მოწოდება. უკრაინელები თქვენნაირები არიან, მაგრამ 1 თვეზე ოდნავ მეტი ხნის წინ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. უკრაინელებს არ სურდათ სახლის დატოვება. მაგრამ ძალიან ხშირად მათ სახლი უბრალოდ აღარ რჩებოდათ.

უკრაინელები დიდი ხანია, რაც ვიზის გარეშე გადაადგილდებიან ევროპაში - ბევრს შეეძლო და მოგზაურობდა კიდეც. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ აქამდეც ყოფილა. მაგრამ ისინი ლტოლვილობას არ აპირებდნენ. ამიტომ მოექეცით მათ ისე, როგორც თქვენიანს. მთავარი, რაზეც ეს დედები და ბავშვები ოცნებობენ სახლში დაბრუნება, საკუთარი ოჯახების კვლავ გაერთიანებაა. ამიტომ დაეხმარეთ მათ ადაპტაციაში, გთხოვთ - სახლი, სამსახური, სკოლები ბავშვებისთვის - მანამ სანამ ისინი დაბრუნებას შეძლებენ.

ასევე სამყაროში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი მსოფლიო არენაზე მასობრივ საინფორმაციო ომს აწარმოებს. მათგან მიღებულ ყველა ინფორმაციას ფრთხილად და კრიტიკული აზროვნებით უნდა მოვეპყროთ. ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ომის მხარდამჭერი პრორუსული ქმედებები გერმანიაში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. ამას რუსები აკეთებენ. ჩვეულებრივ რუსს მხოლოდ უნდა რცხვენოდეს საკუთარი ქვეყნის ქმედებების გამო, იმ სისასტიკის გამო რასაც მათი არმია სჩადის. მე არასდროს მოგიწოდებთ ძალადობისკენ. მაგრამ მათ, ვინც ომს მხარს უჭერენ არ უნდა ვენდოთ",-ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში აცხადებს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა