რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

9 აპრილი ტრაგიკული დღეა, ჩვენი ვალია ამ გმირების წინაშე, რომ გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 320 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, ჩვენი ვალია ამ გმირების წინაშე, რომ გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს-ირაკლი კობახიძე

9 აპრილი ჩვენ შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება და რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ვალია გმირების ხსოვნის წინაშე, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს.

„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და მათ ხსოვნას. პირველ რიგში, ეს არის ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება, თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა. ჩვენი ვალია სწორედ ამ გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს. ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა