ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე გადადის-მაკა ბოჭორიშვილი

ნახვები: 360 საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე გადადის-მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებით საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე, რომლითაც ერთგვარად შევაფასებთ იმ პროგრესს, რასაც უკვე მიაღწია საქართველომ ამ პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კითხვარი ოფიციალურად მომავალი კვირის დასაწყისში გადაეცემა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკომისიამ უკვე მოამზადა კითხვარი საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის, რომელიც ოფიციალურად გადმოგვეცემა მომავალი კვირის დასაწყისში. ჩვენ მოველით კითხვარს, რომლის შემდეგაც დავიწყებთ მის შევსებას. კითხვარის მიღებით საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ ახალ ეტაპზე, რომლითაც ერთგვარად შევაფასებთ იმ პროგრესს, რასაც უკვე მიაღწია საქართველომ ამ პროცესში. 2014 წლიდან საქართველო ასრულებს ასოცირების შეთანხმებას. ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა უკვე გატარდა, რაც ძალიან კარგ საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ ველოდოთ პოზიტიურ, დადებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, რომელიც იქნება უკვე ჩვენს კითხვარზე დაფუძნებული", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა