ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში

ნახვები: 340 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, უკანონო „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგები.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულმა არალეგალურმა ხმის მიცემამ, იმ დროს, როდესაც რუსული არმია აგრძელებს უკრაინაში შეჭრას, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების ვითარება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის.

„უკრაინა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს სანქციები რუსეთის მიმართ, რათა ის სასამართლოს წინაშე წარდგეს გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეში დარღვევისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა