თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება ჯერ არ განიხილება-ზურაბ აზარაშვილი

ნახვები: 364 დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება ჯერ არ განიხილება-ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს.

აქედან გამომდინარე, აზარაშვილი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მალე პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

„რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს. ვიმედოვნებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი. დღეისთვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი, კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე საკმაოდ არის შემცირებული ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამ ტენდენციით, დასასრული შორს არ უნდა იყოს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილს ჰკითხეს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, ხომ არ განიხილება შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულების მოხსნის საკითხი.

ჯანდაცვის მინისტრმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ კუთხით სხვა ქვეყნების ტენდენციებს აკვირდებიან და შეზღუდვის გაუქმება ჯერ არ განიხილება.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა