Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

მამუკა მდინარაძე:კითხვარის გადმოცემა ისტორიული ფაქტია

ნახვები: 426 მამუკა მდინარაძე:კითხვარის გადმოცემა ისტორიული ფაქტია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარის გადაცემა ისტორიული ფაქტია.

 

მისივე თქმით, ასეთ დროს ხელისუფლებისა და ქვეყნის გამიჯვნა მავნებლობაა.

 

„საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა არის ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად ნათელი ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. ეს არის მორიგი საფეხური, როცა ვცდილობთ, ბუნებრივ ოჯახს დავუბრუნდეთ. ამ დროს ხელისუფლებისა და ქვეყნის გამიჯვნა ცალკე მავნებლობაა და ოპოზიციის პიარსტრატეგიაში ჯდება. ორი გამოწვევის წინაშე ვართ – გავიმყაროთ პოზიცია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და ცივილიზებული სამყარო ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველო მოწინავეა. საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. სამწუხაროდ, მეორე გამოწვევაა ქვეყნის შიგნით რუსულ ნარატივთან ბრძოლა, რომ ეს ასე არ არის. არ დავუშვებთ, ოპონენტების მავნებლური პოლიტიკა გახდეს იმის საფუძველი, რომ ვიღაცამ ამ გზაზე რაიმე შემაფერხებელი ეფექტის მქონე მოქმედებები განახორციელოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა