თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან იოსელიანი:„ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში ვიზიტში

ნახვები: 374 ლევან იოსელიანი:„ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში ვიზიტში

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან, ოპოზიცია განსხვავებულ ფორმატში წასვლის შესაძლებლობებზე საუბრობს.

მისივე თქმით, გამგზავრების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ უკვე განსხვავებულ ფორმატში წასვლის შესაძლებლობებზე. „ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ამ ვიზიტში. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა კვირის ბოლოს, ხუთშაბათ-პარასკევს წასვლა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა, ფაქტია, მარტო ოპოზიცია აღარ მივდივართ, მმართველი პარტია იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს გამგზავრების დღესთან დაკავშირებით.

ჩემი სურვილია, რომ ეს ვიზიტი არ გადასცდეს ამ კვირას და კვირის ბოლოს ყველამ ერთად შევძლოთ, რომ წავიდეთ, სამძიმარი გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ იქ ვინ ჩაასწრებს კი არ არის მთავარი, მთავარია, ქვეყანა როგორ წარმოჩინდება და გამოჩნდება. თუ ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მმართველი გუნდი იქნება წარმოდგენილი, ეს ნიშნავს, რომ მთელმა ქვეყანამ მიიღო ამაში მონაწილეობა. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ერთ დღეს ვინ ჩავა და მეორე დღეს – ვინ. ამიტომ თუ საჭირო იქნება, მმართველ გუნდს დაველოდები კიდეც, თუ საჭირო იქნება, ალბათ ისინიც დაგველოდებიან. მთავარია, შეთანხმება არსებობს იმაზე, რომ ერთობლივად წავიდეთ. დღეზე რაღაცნაირად მოვრიგდებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა და დაამატა, რომ უკრაინაში წასვლის თარიღთან დაკავშირებით ამჯერად კონსულტაციები არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ მმართველ გუნდთან ერთადაც გაიმართება.

იოსელიანის განცხადებით, დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა არ ჰგონია, რომ საპარლამენტო ვიზიტი პოლიტიკურ დღის წესრიგს მოიცავდეს.

„აწი, კონსულტაციები გაიმართება უმრავლესობასთან ერთად. ეს არის საპარლამენტო ვიზიტი, რასაც თავისი პროტოკოლი აქვს. ამ პროტოკოლის მიხედვით უნდა იყოს გაწერილი, მათ შორის დღის წესრიგი, როგორც წესია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის. ჩემი გადმოსახედიდან ეს არის სამძიმრის გამოცხადების და მხარდაჭერის ვიზიტი. სხვა პოლიტიკური თემებით არ მგონია, ვიზიტი დატვირთული იყოს, თვითონ ფორმატიდან და სიტუაციიდან გამომდინარე. რაც დანამდვილებით ვიცი, შევხვდები ალეკო ელისაშვილს, ერთი თვეა, არ მინახავს და ძალიან მომენატრა. ნამდვილად ვიცი, რომ ეს დღის წესრიგში მაქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა