ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

უკრაინაში ჩავალთ ისინი, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 376 უკრაინაში ჩავალთ ისინი, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება-არჩილ თალაკვაძე

ჩვენი საპარლამენტო გუნდი, სახელისუფლო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციაში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ ეხებათ და რომლებიც შეძლებენ, რომ საკუთარი პოზიცია სათანადო დონეზე გამოხატონ.

„ყველა ვალდებულებას, რომელიც ჩვენი და უკრაინის მრავალწლიანი ურყევი მეგობრობის შედეგად არსებობს ჩვენს მხარეს, ასევე უკრაინის მხარეს, საქართველო ასრულებდა, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა და ამ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, ჩვენი პოლიტიკური, სახელისუფლო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე გამოთქვას სამძიმარი იმ ტრაგედიის, მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო, რასაც განსაკუთებით ბოლო პერიოდში ვხედავთ მედიაში. თუ ვინ წავა, ამას თავად ვიზიტთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი დელეგაცია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩავალთ უკრაინაში, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარწმუნებთ, ჩავალთ ის ადამიანები, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატოს სათანადო დონეზე უკრაინაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება, ჩავა თუ არა უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თალაკვაძის განცხადებით, მას არასოდეს ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა.

მისივე თქმით, პაპუაშვილი საპარლამენტო საქმიანობას როცა დაუბრუნდება, საკითხთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს.

„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, მას არასოდეს, არც წარსულში არც დღეს არ ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება მზადყოფნა, რომ სათანადო დროს ის ჩავიდეს უკრაინაშიც. როცა დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთებს განცხადებას. გარწმუნებთ, საქართველო ყველა დონეზე საკუთარ პოზიციას ღირსეულად გამოხატავს. შალვა პაპუაშვილს არასოდეს არ ჰქონია პრობლემა და არც მომავალში ექნება, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები, საერთაშორისო ვალდებულებები უნდა იყოს გამოხატული, თუნდაც ყველაზე რთულ დროს ყველაზე რთულ ადგილას ჩავიდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა