რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს

ნახვები: 336 რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს, რომელიც „აზოვის პოლკს“ აქვს დაკავებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „აზოვის პოლკის“ ხელმძღვანელმა, ანდრეი ბელეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ბელეცკის თქმით, ქიმიური თავდასხმის შედეგები მცირეა, სამ ადამიანს აღენიშნება მოწამვლის ნიშნები.

„რუსებმა ქიმიური იარაღით დარტყმა განახორციელეს მარიუპოლზე, ქარხანა „აზოვსტალზე“. თუ ვისაუბრებთ დარტყმის პრაქტიკულ მხარეზე, ის დიდი არ არის. სამ ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის მკვეთრად გამოხატული ნიშნები, თუმცა კატასტროფული შედეგების გარეშე. ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და უკრაინელ დამცველებს. მათ არაფერი დარჩენიათ, განურჩეველი აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა“, – აცხადებს აზოვის პოლკის ხელმძღვანელი.

ბელეცკის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, მანამდე აზოვის პოლკმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა