რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

გიორგი კონდახიშვილი:ეს არის ბრძოლის აქტი უსამართლობის წინააღმდეგ

ნახვები: 222 გიორგი კონდახიშვილი:ეს არის ბრძოლის აქტი უსამართლობის წინააღმდეგ

„ეს არის ბრძოლის აქტი უსამართლობის წინააღმდეგ და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მელია კომპრომისზე წავა ღირსებისა და იმ მოქალაქეების თავისუფლების ხარჯზე, ვინც ყველაფერი ჩადეს ამ ქვეყნის საუკეთესო ხვალინდელი დღისთვის," - განაცხადა რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის: ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ენმ-ს ლიდერის გამამხნევებელ აქციას მართავენ.

ადვოკატის თქმით, როცა ნიკა მელია დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ის იქნება თავაწეული. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ მელიასთვის ამნისტიის ეს ფორმა მიუღებელია.

„ნიკა მელია, ხვალ იქნება, ერთი კვირის თუ ერთი თვის შემდეგ, დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული და ხელისუფლებას მოუწევს წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მისი გათავისუფლება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ნიკა მელიას პოზიცია საჯაროდ ცნობილია, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და ისინი, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ერთ პლათფორმაში იყვნენ განხილულნი, თუმცა რა სამართლებრივ ინსტრუმენტს აირჩევს ხელისუფლება ეს მისი გადასაწყვეტია. მელიას პოზიცია ამის შესახებ საჯაროდაა ცნობილი", - განაცხადა კონდახიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა