ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე:ამნისტიის კანონი მხოლოდ იმ საქმეებს შეეხება, რაზეც გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს

ნახვები: 173 გიორგი ვაშაძე:ამნისტიის კანონი მხოლოდ იმ საქმეებს შეეხება, რაზეც გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს

„ამნისტიის კანონი მხოლოდ იმ საქმეებს შეეხება, რაზეც გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს", - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელთან შეხვედრაზე შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის ყველა დეტალი დაზუსტდა.

„ახლა ჩვენ, საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან, ვამუშავებთ ამნისტიის კანონის პროექტს, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელიც ამჟამადაა გამოძიებაში და სპეკულაციები იმაზე, რომ ვიღაცაზე მომავალშიც გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. ეს კანონი გავრცელდება მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლითაც ახლა არიან ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი.

სამშაბათს ეს კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება" დაადასტურებს, რომ ის ამ ინიციატივას ხელს მოაწერს. როგორც კი მოხდება ამ პროცესის რეალიზება, სამშაბათს, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერად გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს სამშაბათს. ამის შემდგომ პარლამენტის რეგლამენტით შესაძლებელ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზაა მისი გათავისუფლებისთვის, სხვა გზა, დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს. აქვე მინდა გულწრფელად, სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც 20 ივნისს დაზარალდა. მინდა ყველას გულწრფელად გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით და ამ საქმესთან დაკავშირებით მომავალშიც ბევრ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ, შევეცდებით სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები. მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ. შეთანხმებას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების იძულებით საქართველომ შეძლო, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ამ შეთანხმების სწრაფ იმპლემენტაციაზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა