ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მარიუპოუპში რუსებს შეეძლოთ ფოსფორის ბომბების გამოყენება

ნახვები: 362 მარიუპოუპში რუსებს შეეძლოთ ფოსფორის ბომბების გამოყენება

რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება, რუსებს შეეძლოთ ფოსფორის ბომბების გამოყენება.

„ამჟამად ვამოწმებთ ამ ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ რა იყო ეს. მაგრამ წინასწარი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ არის ვარაუდები, რომ ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენება შეიძლებოდა. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი ნამდვილად არსებობს, ის საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა ომის მეორე ეტაპი უკრაინაში, მან დაადასტურა, რომ ცხელი ეტაპი უკვე დაწყებულია.

„ჩვენთან ომი მიმდინარეობს და ფაქტობრივად ცხელ ფაზაშია. ბრძოლები მიმდინარეობს. მაგალითად, შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ღამით მოიგერიეს მტრის ექვსი შეტევა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მალიარის თქმით, დღეს უფრო მშვიდ ვითარებაზე საუბარი არ შეიძლება, ეს არასწორია. მართლაც, ბრძოლის ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ მტრის სურვილი ტერიტორიის სიღრმეში წინსვლის არ იკლებს.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შესახებ განაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა