რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ხერგავთ სწორედ იმ გზას, რომელიც მიდის ევროკავშირის წევრობამდე-მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას

ნახვები: 377 ხერგავთ სწორედ იმ გზას, რომელიც მიდის ევროკავშირის წევრობამდე-მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას

მსურს, გამოვეხმაურო მათ, ვინც მხოლოდ ქილიკით და ხელისუფლების დისკრედიტაციით არის დაკავებული და ამავდროულად ცდილობენ თავი წარმოაჩინონ ევროპული მომავლის ქომაგებად:  თქვენ ასეთი ქცევით ვნებთ არა „ქართულ ოცნებას“ არამედ თქვენს საკუთარ ქვეყანას და ხერგავთ სწორედ იმ გზას, რომელიც მიდის ევროკავშირის წევრობამდე. ეს არის მიზანმიმართულად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ყოფნა, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის ნამდვილად სრულიად  საქართველოს საკუთრება და ყველამ, ვისაც გულწრფელად სურს ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, როგორ შეუძლია თავისი წილი აგური უნდა დადოს სასურველი შედეგის მისაღწევად და მხარში დაუდგეს საქართველოს მთავრობას ამ ისტორიულ და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში.

„ათიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ჰქონდა შეხვედრები  ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ევროკომისართან სამართლის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მივიღეთ გულწრფელი მეგობრობის და მხარდაჭერის დასტური და მზაობა, მაქსიმუმი გააკეთონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რაც სჭირდება საქართველოს შემდგომი ტრანსფორმაციისთვის, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, განვიხილეთ ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშე დგას და კიდევ უფრო მძაფრდება უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე.

ამ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფა და მხოლოდ ვიწრო პარტიული დღის წესრიგით მოქმედება ქვეყანას მხოლოდ ვნებს და არასასურველ ბარიერებს უქმნის საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა