ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იქნებ, თავი შეიკავოთ და ომში მყოფ ქვეყანას პოლიტიკური ულტიმატუმები არ წაუყენოთ-თამარ კორძაია

ნახვები: 385 იქნებ, თავი შეიკავოთ და ომში მყოფ ქვეყანას პოლიტიკური ულტიმატუმები არ წაუყენოთ-თამარ კორძაია

ვინმე თუ აბრკოლებს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივას, ეს არის პრემიერ მინისტრი საკუთარი პოლიტიკური განცხადებებით. გთხოვთ, იქნებ, თქვენც თავი შეიკავოთ და ომში მყოფ ქვეყანას პოლიტიკური ულტიმატუმები არ წაუყენოთ. ვაცალოთ გამარჯვება და მერე ელაპარაკეთ რაზეც გინდათ, ოღონდ ეს გზა გავიაროთ როგორმე ყველამ ერთად, – ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

კორძაიას თქმით, როდესაც უმრავლესობა საუბრობს, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა და სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივა ჩვენი მტკიცე სვლის შედეგია, ეს ასე არ არის.

„ეს არ არის  მხოლოდ ჩვენი მტკიცე სვლის შედეგი. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის საფუძველია უკრაინაში მიმდინარე თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში და როდესაც ჩვენს წვლილზე ვლაპარაკობთ, ცოტა მოკრძალებულიც უნდა ვიყოთ და ვთქვათ იმაზე, თუ რა ხდება და დავუფასოთ იმათაც, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა