ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ

ნახვები: 415 პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ. ისინი დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

ამის შესახებ უკრაინული და პოლონური მედია პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ანჯეი დუდას, გიტანას ნაუსედას, ეგილს ლევიტსისა და ალარ კარისის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზატორი პოლონეთის ხელისუფლებაა.

უკრაინაში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

„ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დამცველებს ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში. მივემართებით კიევისკენ პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, – წერს გიტანას ნაუსედა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა