თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩიეთ, მთავარია, ახლა ხელისუფლება წავიდეს-იაგო ხვიჩია

ნახვები: 369 პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩიეთ, მთავარია, ახლა ხელისუფლება წავიდეს-იაგო ხვიჩია

სულ მცირე, ის მიზანი იქნება მიღწეული, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წავიდეს ბუჩაში და სამძიმარი გამოხატოს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინაში ვიზიტის დეტალებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე საუბარი იყო, რამდენი წევრი უნდა ყოფილიყო ოპოზიციიდან, ვინ უნდა ყოფილიყო და ეს ნაწილი ვერ დალაგდა, მაგრამ მთავარი მიზანი შედგა. ტექნიკური საკითხებზე იყო საუბარი, რამდენი ადგილი არის და რამდენი შეიძლება, წავიდეთ; საუბარი იყო, დამატებით საჭიროა დამატებით 3-4 ადამიანის წასვლა. ჩვენი პოზიცია იყო, ვინც პოლიტიკური ძალა არის პარლამენტში, ყველას უნდა წასვლა და ჩვენ ვერავის ვერ ვეტყვით, ეს წავიდეს და ის არ წავიდეს. შესაბამისად, შეიძლება, იყოს რაღაც ფორმატში ამაზე საუბარი, მაგრამ დღეს ამაზე არ მისულა.

ჩვენი პოზიცია ყველას ვუთხარით და ვურჩიეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მთავარი არის, ხელისუფლება წავიდეს ახლა. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ეს ახლა ვერ ხერხდება, მათ შორის ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ოპოზიცია ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში თავისი ინიციატივით რაღაცას მოიფიქრებს და წავა. ეს ერთ-ერთ ვერსიად შევთავაზეთ ჩვენ, რომ ყოფილიყო ასეთი ტიპის შეთანხმება. ეს ყოფილიყო არა ერთმანეთის შეურაცხყოფის და გინების ფონზე, არამედ, როგორც ასეთი, შეთანხმება. იმიტომ, რომ ტექნიკურად რთულია ზოგადად რაღაცის გაკეთება, რომ ოპოზიცია ვერ მიდის და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა ჩაიაროს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა; ოპოზიცია და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ანუ პოლიტიკური პარტიები, სამძიმრის სათქმელად ცალკე წავიდოდით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა