ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გენოციდი“ უნდა იყოს განსაზღვრული იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ-ემანუელ მაკრონი

ნახვები: 416 გენოციდი“ უნდა იყოს განსაზღვრული იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ-ემანუელ მაკრონი

სიტყვა „გენოციდი“ იურისტების მიერ უნდა იყოს განსაზღვრული და არა პოლიტიკოსების მიერ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა France Bleu-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინაში რუსეთის ქმედებების აღსაწერად სიტყვა „გენოციდის“ გამოყენება იქნება ესკალაცია, რაც გაართულებს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

 

„სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და აუცილებელია, იყო ფრთხილი, რადგან ჩემი როლია, შევეცადო მშვიდობის დამყარება ან სულ მცირე ამ ომის დასრულება, შესაბამისად, ნებისმიერ ფასად ესკალაციის თავიდან აცილება და საფრანგეთისა და ფრანგების დაცვა ომის გაგრძელებისგან“, – განაცხადა მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ეს გენოციდია, მაშინ სახელმწიფოები, რომლებიც ამას გენოციდად მიიჩნევენ, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად უნდა ჩაერიონ.

 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყველა შეძრული იყო ბუჩასა და მარიუპოლში ნანახით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა