Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

მთავარი უკრაინის ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლებაა-დიმიტრი პესკოვი

ნახვები: 355 მთავარი უკრაინის ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლებაა-დიმიტრი პესკოვი

კრემლში ეჭვი არ ეპარებათ, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ ყველა ამოცანა შესრულებული იქნება. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.

 

პესკოვის თქმით, მთავარი ამოცანა „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ გათავისუფლებაა.

 

„მთავარი მაინც ამ „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“გათავისუფლებაა. ოპერაცია გრძელდება და დასახული ამოცანები კარგად ცნობილია. ისინი უნდა შესრულდეს და შესრულებული იქნება. არანირი ეჭვი არ უნდა იყოს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

 

24 თებერვალს რუსეთის ჯარების ინტერვენციის გამოცხადებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავარ ამოცანად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ დაასახელა. მარტის დასაწყისში რუსეთის თვადაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „სამხედრო ოპერაციის“ პირველი ეტაპის ამოცანები შესრულებულია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ამჟამად რუსი სამხედროები მთავარ ამოცანებს „დონბასის სრულ გათავისუფლებას“ ასახლებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა