Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინეს-ზელენსკი

ნახვები: 518 ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინეს-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი განადგურებული ქალაქების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ამის ყველა ჩამდენი აუცილებლად დაისჯება. 

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს:

"ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინეს. ყველაფრისთვის, რაც მათ უკრაინელ ხალხს დამართეს. ისინი პასუხს აგებენ ბუჩასთვის, კრამატორსკისთვის, ვოლნოვახასთვის, ოხტირკასთვის, ჰოსტომელისა და ბოროდიანკასთვის. იზიუმისთვის, მარიუპოლისთვის და ყველა სხვა ქალაქისა და სოფლისთვის უკრაინაში, რომელიც რუსულმა ჯარმა 80 წლით უკან დახია. ამ საშინელი პერიოდისთვის, რომელზეც მთელი მსოფლიო ამბობდა: "აღარასოდეს". 

ჩადენილისთვის დაისჯება ყველა ოკუპანტი და ტერორისტი, მკვლელი და მძარცველი. ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ყველაფერი, შევაგროვოთ ყველა მტკიცებულება, რათა ყველა იმ ორკმა, რომელიც მონაწილეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაში, გენოციდში, ძარცვაში, მიიღოს დამსახურებული სასჯელი". 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომი ამ დრომდე გრძელდება. 10 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად და დევნილად იქცა. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა