ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროპარლამენტარები - გულწრფელად მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას

ნახვები: 300 ევროპარლამენტარები - გულწრფელად მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას

ჩვენ გულწრფელად მივესალმებით მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოში არსებული პოლიტიკურ ჩიხის გადასალახად ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ახალ შეთავაზებაზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის გზით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, სვენ მიქსერის, მარინა კალიურნდისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ახალი ტექსტი ეფუძნება სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შეთავაზებულ წინა წინადადებებს, რომელიც უფრო სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და ყველა ქართველი მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს.

ის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზის შეთავაზებაა და შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება.

მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა დ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, იგივე სიმამაცე გამოავლინონ საქართველოს სასიკეთოდ. ამ პოლიტიკური კრიზისის სრული და საბოლოოდ უკან ჩამორჩენით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულყოფილად ფუნქციონირებას დაიწყებს და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელებას," - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მათი თქმით, ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა