ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პენტაგონი - მარიუპოლი არ დაცემულა

ნახვები: 406 პენტაგონი - მარიუპოლი არ დაცემულა

პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ მარიუპოლი არ დაცემულა, რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად. ამის შესახებ ჯონ კირბიმ პრესბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ავიადარტყმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასში და სამხრეთით, განსაკუთრებით მარიუპოლის გარშემო და შიგნით“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

აშშ-ის თვადაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის სულ უფრო აგრესიულ ქმედებებს.

ჯონ კირბის განცხადებით, ამჟამად რუსეთის ძალები ქმნიან პირობებს უფრო მასშტაბური და ღია თავდასხმებისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რონ ამერიკელი სამხედროები მალე დაიწყებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრების მომზადებას აშშ-ის მიერ მიწოდებული საარტილერიო იარაღის გამოყენებაში. აღნიშნული იარაღი არის აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა