ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დოკუმენტის გაყალბებისა და თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ნახვები: 434 დოკუმენტის გაყალბებისა და თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კომპანიის საკუთრებაში რიცხული, კახეთის რეგიონში მდებარე, ჯამში 850 000 ლარზე მეტი ღირებულების სამი ერთეული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბეს თითქოსდა ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაცემული მინდობილობები და საქართველოში შედგენილი კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც გაასხვისეს ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, ხოლო დარჩენილი ორი მიწის ნაკვეთის გასხვისება სცადეს სხვა პირზე. მიწის ნაკვეთები დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 (19), 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა