ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელზეც ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება

ნახვები: 275 პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელზეც ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება

დედაქალაქის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.

„ეს ღონისძიებები შეიძლება, იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონსა და სივრცეში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ პროექტის განხორციელება მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომლის განცხადებით, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება კონცერტების ჩატარების თარიღები და ადგილმდებარეობა.

პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა