რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ახალი ზელანდია რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს დამატებით სანქციებს უწესებს

ნახვები: 368 ახალი ზელანდია რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს დამატებით სანქციებს უწესებს

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნანაია მაჰუტას განცხადებით, ათზე მეტი რუსული ფინანსური სუბიექტის, მათ შორის ქვეყნის ცენტრალური  ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. 

სანქციები 18 ფინანსურ ორგანიზაციაზე ვრცელდება, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფინანსებენ და რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს შეადგენენ.

“ეს სანქციები შექმნილია ეკონომიკური და პოლიტიკური ხარჯების დაწესებისთვის. სანქციების ამ ბოლო რაუნდით ახალი ზელანდია მთელი მსოფლიოს ქვეყნებს უერთდება, რომლებმაც მძიმე ჯარიმები დაუწესეს პრეზიდენტ პუტინს და სისტემას, რომელიც მის უკანონო შემოჭრას აფინანსებს,” - თქვა მაჰუტამ.

გასულ თვეს ახალმა ზელანდიამ სანქციები რუსული სუბიექტებისა და ფიზიკური პირების, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მისი უშიშროების საბჭოს წევრების, პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ დააწესა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა