Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად-ნიკოლ ფაშინიანი

ნახვები: 452 რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად-ნიკოლ ფაშინიანი

რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილად მუდმივ კონტაქტში ვართ, ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ტელეფონით ვსაუბრობთ. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით, დასრულებული კულტურითა და განათლებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

აქვე, მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“, ასევე დსთ-სა და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში.

ფაშინიანის თქმით, „რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას“.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, მოიძებნოს მექანიზმები „რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ეფექტურობის გასაზრდელად“.

„ჩვენი რეგიონის მთავარი საკითხი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაა. ამაზე დღესაც ვისაუბრებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა რჩება.

„უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებული, ასევე ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება. ბევრი პრობლემაა, გეთანხმებით. მე და თქვენ მუდმივად ვკონტაქტობთ, ყოველ ათ დღეში ერთხელ აუცილებლად ვსაუბრობთ ტელეფონზე და შეხვედრები რეგულარულია“, – აღნიშნა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა